"ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ტელეწამყვან ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება.
მის წერილს "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
"როცა ცხოვრობ დიქტატორის განმტკიცების, ფეხის მოკიდების პირობებში, იქ აუცილებლად იქნება თავისუფალ ადამიანებზე ნადირობა და ამას ეროვნული მნიშვნელობის ამოცანადაც გამოგვიცხადებენ. მთავარია, არ შევეგუოთ და სასოწარკვეთას არ მივეცეთ.
რომელ ტრიბუნასთან და რა სტატუსითაც არ უნდა წარსდგეს ბატონი პაპუაშვილი, ვახოს პატიმრობის განაჩენის შემდეგ, მჯერა, ყოველ ჯერზე, ვახოს "ფეისბუქის" სტატუსის ეპითეტით გაახსენდება ის საზოგადოებას.
თუ რეპრესიული კანონისთვის ვახოს პატიმრობა იყო სამართალი, მაშინ მოისმინეთ და შეირგეთ იმ ხალხის გულწრფელი ხმაც, რომელიც ისმის - დაილოცოს ქართული სიტყვის მადლი.
მადლობა ვახოს. როგორც მაყურებელი ველოდები მის გათავისუფლებას და ტელეეთერს" - ნათქვამია მზია ამაღლობელის წერილში.