ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლამდე ბიჭი დაშავდა, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მოზარდი დედასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, გორგასალის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ფოტო: "ბათუმელები"