"აკავებთ?" - კადრები თავისუფლების მოედნიდან, სადაც სამართალდამცველებმა აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს (ვიდეო)

"აკავებთ?" - კადრები თავისუფლების მოედნიდან, სადაც სამართალდამცველებმა აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს (ვიდეო)

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოსთან აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს.

  • თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს.

"ლაივში" რომელიც სოციალურ ქსელში აქტივისტმა ლუკა ხიზაძემ ჩართო, ჩანს როგორ მიდიან მასთან სამართალდამცველები და საპატრულო მანქანაში სვამენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თოშხუა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისთვის, თორნიკე თოშხუა 2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს, მან საპატიმრო 1-ელ ივლისს დატოვა.