ავტორი:

წალენჯიხის “არტ-მეურნეობაში“ სპექტაკლ “ემიგრანტების“ პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა

წალენჯიხის “არტ-მეურნეობაში“ სპექტაკლ “ემიგრანტების“ პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა

წალენჯიხის “არტ-მეურნეობაში“ ქალაქის თეატრის სპექტაკლის “ემიგრანტების“ პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლის სანახავად წალენჯიხიდან და მეზობელი სოფლებიდან უამრავი სტუმარი მოვიდა.

“ემიგრანტები“ პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის, ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით შეიქმნა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ ირაკლი აფაქიძე და გიორგი გოგიშვილი. რეჟისორი ირაკლი აფაქიძე იყო, მუსიკალური გაფორმების ავტორი კი ანანო ლიპარტელიანი.

მროჟეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა “ემიგრანტები“ სამშობლოდან შორს მცხოვრები ადამიანების ურთიერთობას, თავისუფლების, იდენტობის, არჩევანისა და მონატრების თემებს ეხება.

არტ-მეურნეობის თეატრში სპექტაკლის პრემიერა“ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა. დასწრება უფასო იყო.