ავტორი:

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნებული აშშ-რუსეთის ეკიპაჟი ყაზახეთში უსაფრთხოდ დაეშვა

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნებული აშშ-რუსეთის ეკიპაჟი ყაზახეთში უსაფრთხოდ დაეშვა

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) რვათვიანი მისიის დასრულების შემდეგ, აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივი ეკიპაჟი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა. “სოიუზ MS-28“-ის კაფსულა პარაშუტით ყაზახეთის სტეპებში, ქალაქ ჯეზკაზგანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, წარმატებით დაეშვა.

  • ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ NASA-ს ასტრონავტი კრის უილიამსი და “როსკოსმოსის“ კოსმონავტები სერგეი კუდ-სვერჩკოვი და სერგეი მიკაევი. მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 241 დღე გაატარეს.

დაშვების შემდეგ ეკიპაჟი ვერტმფრენით ყარაგანდაში გადაიყვანეს. იქიდან კრის უილიამსი აშშ-ში, ჰიუსტონში მდებარე NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრება, ხოლო რუსი კოსმონავტები მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქში დაბრუნდებიან, სადაც მათი სასწავლო ბაზაა განთავსებული.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა, კოსმოსური თანამშრომლობა კვლავ გრძელდება. ორივე ქვეყანა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამაში პარტნიორად რჩება, ხოლო ამერიკელი და რუსი ეკიპაჟის წევრები რეგულარულად დაფრინავენ ერთმანეთის კოსმოსური ხომალდებით.

აღსანიშნავია, რომ 14 ივლისს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ახალი ეკიპაჟი ჩავიდა. მის შემადგენლობაში შედიან NASA-ს ასტრონავტი ანილ მენონი და “როსკოსმოსის“ კოსმონავტები პიოტრ დუბროვი და ანა კიკინა, რომლებიც ორბიტაზე მომდევნო რვათვიან მისიას შეასრულებენ.