ავტორი:

"არ დადასტურდა იოსებ სიგუას მხრიდან მეუღლეზე არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, თუმცა შემაკავებელი ორდერი ძალაში რჩება" - მოსამართლე

"არ დადასტურდა იოსებ სიგუას მხრიდან მეუღლეზე არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, თუმცა შემაკავებელი ორდერი ძალაში რჩება" - მოსამართლე

სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

  • აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა გოგიშვილმა მიიღო. მისი განმარტებით, სასამართლოში არ დადასტურდა სიგუას მხრიდან არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაწყებულია, ორდერი ძალაში რჩება.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი და მასზე ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდება.

სიგუას მიმართ ელექტრონული სამაჯურით მონიტორინგი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.