29 წლის ლელა ფარტენაძემ ბათუმში, სანრემოს ხიდთან, ზღვაში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა. სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქე მელ გორგაძე ბათუმის ჯგუფში წერს: „დღეს, სანრემოს ხიდთან, ბიჭი დახრჩობას რომ გადაარჩინე, იმ გოგოს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. ამ გოგოს გარდა, კიდევ ბევრი გაიქცა საშველად, მაგრამ ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა. პირველი გაიქცა, მით უმეტეს, ბავშვებთან ერთად იყო. შენ იბედნიერე შენი შვილებით, უმაგრესი ადამიანი ხართ, ზღვა მადლობა თქვენ.“მომხდარს სხვა თვითმხილველებიც ეხმაურებიან, ლელას გმირს უწოდებენ და მადლობას უხდიან: „ეს გოგო არის მართლაც გმირი. "მიშველეს, თქმა და წყალში შესვლა ერთი იყო. ღმერთს მადლობა, მშვიდობიანად გამოიყვანეს”.
ჩვენ ლელა ფარტენაძეს დავუკავშირდით. მან მორიდებით თქვა, ბიჭის ნათესავს რომ არ გაევრცელებინა ეს ამბავი, ამის თქმას მე არ ვაპირებდიო.
- იმ ბიჭის ნათესავს გაუვრცელებია ეს ამბავი, მეძებდა მე, არც ვიცოდი ჯგუფში რომ დაიწერა - ჩემმა მულმა ნახა მისი სტატუსი და მომნიშნა, თორემ გამოჩენას არ ვაპირებდი. მერე ბიჭის და, მისი მამიდა და ნათესავები გამომეხმაურნენ.
- ლელა, გვიამბეთ, როგორ გადაარჩინეთ ახალგაზრდა?
- 24 ივლისი იყო, დაახლოებით, ორის ნახევარი იქნებოდა. მე და ჩემი მული ვიყავით ზღვაზე, პატარებთან ერთად. ბავშვები ერთობოდნენ, უკვე წამოსვლას ვაპირებდით... ბავშვს ტანსაცმელს ვუცვლიდი, უცბად გავიგონე ყვირილის ხმა, - მიშველეთო... მაშინვე კამერას მოვკიდე ხელი და გავიქეცი მის დასახმარებლად. იმ მომენტში საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო, ბიჭს დავხმარებოდი. მივედი მასთან და კამერა მივაწოდე, მალევე მივხვდი, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თან ამ დროს სხვა ბიჭებიც მოვიდნენ და ნაპირზე მშვიდობით გამოვიყვანეთ.
- როცა ნაპირზე გამოიყვანეთ, რა განცდა დაგეუფლათ?
- იმ მომენტში მეც ძალიან ცუდად ვიყავი, ისეთ ემოციებში ვიყავი, აზრზე ვერ მოვდიოდი...განაგრძეთ კითხვა