სოჭში მომხდარი ავარიის შედეგად ხუთსულიანი ოჯახი დაიღუპა. ინფორმირებას ამის შესახებ კრასნოდარის მხარის პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 42 წლის მძღოლი, მისი 40 წლის მეუღლე და სამი შვილი, 5, 10 და 13 წლის ბავშვები. კიდევ სამი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-5 ნაწილით (საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ორ ან მეტ პირთა სიკვდილი გამოიწვია). მიმდინარეობს გამოძიება.