მოსკოვის ოლქში დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ასევე, "ტელეგრამ" არხების ცნობით, დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაუჩნდა კოლედინოში მდებარე ლოგისტიკური კომპანია 3PL-ის საწყობს.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ მოსკოვთან ახლოს 81 დრონი ჩამოაგდო.