“ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომისთვის კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზებას აპირებს. მიუხედავად უზარმაზარი დანაკარგებისა, ის პირობას დებს, რომ იქნება “უფრო გაბედული“ და ბოლომდე მიიყვანს თავის ტერიტორიულ ამბიციებს უკრაინაში,“ - ამის შესახებ გამოცემა thesun წერს და ვოლოდიმირ ზელენსკის მოსალოდნელ პროგნოზს იშველიებს.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრემლი ჯარების რეკრუტირების ახალ, გიგანტურ ტალღას სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ დაიწყებს. ექსპერტების ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ იქნება კრემლის მიერ “დახატული“, თავად მობილიზაციის ფაქტმა შესაძლოა რუსულ საზოგადოებრივ აზრში სერიოზული ბზარები გააჩინოს.
2022 წლის შეჭრის შემდეგ, რუსეთმა 1.4 მილიონიანი დანაკარგი განიცადა (დაჭრილები და დაღუპულები), საიდანაც, ვარაუდით, 500 000 გარდაცვლილია. ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, “ხორცსაკეპ მანქანად“ ქცეულ ფრონტის წინა ხაზზე რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 20 წუთს შეადგენს.

თავად პუტინმა დაადასტურა, რომ მას “უფრო გაბედული“ მოქმედებებისკენ მოუწოდებენ.
“ჩვენ ვიმოქმედებთ ფრთხილად, მაგრამ დაჟინებითა და თანმიმდევრულად, რათა მივაღწიოთ ქვეყნისთვის დასახულ მიზნებს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ იერიშების სერია მიიტანა რუსეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. კერძოდ, დრონების დარტყმებმა უმსხვილეს ონლაინ-პლატფორმა Wildberries-ის საწყობებზე, რუსულ ბიზნესსა და ყოველდღიურობაში ქაოსი გამოიწვია. ზელენსკის თქმით, ეს არის პასუხი იმისთვის, რომ რუსებმაც იგრძნონ ომის სიმძიმე საკუთარ თავზე.
“ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა პუტინი დამარცხდება. თუ ფრონტზე ჯარისკაცი არ გყავს, მხოლოდ დრონებით ტერიტორიას ვერ შეინარჩუნებ - შენ დაკარგავ სოფლებსა და ქალაქებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მოსალოდნელი მძიმე ზამთრის კონტექსტში.
იხილეთ ასევე: