ზაფხულის სეზონი პიკს აღწევს და ქართველი ვარსკვლავები, შოუბიზნესის წარმომადგენლები თუ ტელესახეები დასასვენებლად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს მიაშურებენ. ზოგიერთმა არჩევანი ევროპულ კურორტებს ესტუმრა, ნაწილმა კი უპირატესობა შავიზღვისპირეთს მიანიჭა.
ვნახოთ, სად ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ცნობილი სახეები:
საფრანგეთის ლაჟარდოვან სანაპიროზე შეკრებილი მეგობრები და ვარსკვლავური სენ-ტროპე

ფრანგული რივიერა ამ სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა მეგობრების გარემოცვაში დრო Côte d'Azur-ზე, ფრანგულ რივიერაზე გაატარა.

სენ-ტროპეს ეწვია მოდელი ნინი გოგიჩაიშვილიც, რომელიც გამომწერებს ფოტოგენური კადრებითა და ელეგანტური ლუქებით ანებივრებს.


ამავე ლოკაციაზე იმყოფება ცნობილი სახეების კიდევ ერთი ჯგუფი - ჟურნალისტი ნინო თოლორდავა მეუღლესთან ერთად, მომღერალი ეკა მამალაძე და ფუფა გოგლიძე მეუღლითურთ. მათ დასვენების კადრები სენ-ტროპეს ცნობილი რესტორნიდან, Au Caprice des Deux: Restaurant Bistronomique-დან გააზიარეს.



რომანტიკული პარიზი და შორენა ბეგაშვილი
ქორწილის შემდეგ შორენა ბეგაშვილმა თაფლობის თვის გატარება სიყვარულის ქალაქში გადაწყვიტა. მოდელი და ტელესახე პარიზის დახვეწილი ქუჩებიდან და ისტორიული სასტუმროებიდან შთამბეჭდავ ფოტოებს უზიარებს თავის გამომწერებს.


ხუთდღიანი ტური ხორვატიაში
ტანმოვარჯიშემ და ტელესახემ, ქეთი ხატიაშვილმა, ამჯერად არჩევანი ხორვატიაზე შეაჩერა, სადაც 5-დღიანი ენერგიული და შთაბეჭდილებებით დატვირთული შვებულება მოიწყო.


„ჩემი ცოლის დაქალების“ ვარსკვლავური ტრიო ჩაქვში
შავიზღვისპირეთს მიაშურეს პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებმა. ანა ტყებუჩავა, მაკა ძაგანია და ნინო გაჩეჩილაძე ერთად ჩაქვში ისვენებენ და ზღვის სანაპიროზე მეგობრულ გარემოში ატარებენ ზაფხულის დღეებს.

