რუსული სახელმწიფო მედია-ჰოლდინგ RT-ის (Russia Today) მთავარი რედაქტორი, ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ამჟამად მკერდის კიბოს ებრძვის, წიგნში იხსენებს, თუ როგორ გახადა მეუღლემ იგი ჭეშმარიტად ლამაზი და ბედნიერი:
"ტიგრანთან გატარებულ ყოველ წელთან ერთად, თითქოს ერთი წლით ვახალგაზრდავდებოდი. ნაცნობები მეკითხებოდნენ, რა იყო ჩემი საიდუმლო, სად გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია. ახლა კი ჩვეულებრივ ავადმყოფ მოხუცს დავემსგავსე. თმა, წარბები და წამწამები აღარ მაქვს. ქიმიოთერაპიით გამომშრალი კანი მზის შუქზე ძველი ჩაიდნის ნადებივით ნაცრისფერი ხდება.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორი ტიგრან კეოსაიანი გასული წლის სექტემბერში, გულის სერიოზული პრობლემების გამო, რამდენიმეთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.
სიმონიანი წერს, რომ მკერდის კიბოთი დაავადებული პაციენტების გადარჩენის შანსების გასაზრდელად იგი ხელოვნურად შეიყვანეს ადრეულ მენოპაუზაში:
„საბოლოოდ ჩემს ასაკს დავემსგავსე, შეიძლება უფრო უფროსსაც. მაგრამ ეს მხოლოდ ქიმიოთერაპიისა და მენოპაუზის ბრალი არ არის - საქმე ისაა, რომ ჩემი გაახალგაზრდავების წყარო აღარ არსებობს. მენოპაუზის გამო უეცრად ისეთი სიცხე მიპყრობს, რომ კანიდან გამოძრომას ვლამობ.“ - წერს სიმონიანი.