ავტორი:

მზისგან დამცავი სტიკი, ფლუიდი და კრემი - რომელი რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ?

მზისგან დამცავი სტიკი, ფლუიდი და კრემი - რომელი რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ?

მზეს ვერ დაემალები, თუმცა შეგიძლია, მისგან მიყენებული ზიანი შეამცირო, ამისათვის კი SPF ყოველთვის უალტერნატივო საშუალებაა. დერმატოლოგები ყოველ ზაფხულს გვაფრთხილებენ, რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს და კანის ფერის ნებისმიერი ხარისხით ცვლილება, პირდაპირ არის დაკავშირებული უჯრედულ დაზიანებასთან.

ნამზეურს გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია კანის გართულებებისა და ქრონიკული დაავადებების გამოწვევაც, რომ არაფერი ვთქვათ, ნაოჭებისა და წვრილი ხაზების პროვოცირებასა და დეჰიდრატაციაზე. თუ მზისგან დამცავი საშუალებები თქვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია, მაშინ გახსოვდეთ, რომ დაბერების პროცესს რეალურად ანელებთ. სანაპიროზე ყოფნისას კი მათი გამოყენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად.

მზისგან დამცავი საშუალებების ეფექტურობა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორად არის ის შერჩეული კანის ტიპისა და ცხოვრების წესის მიხედვით. SPF შეიძლება ფლუიდის, სტიკისა, კრემისა თუ ორფაზიანი წყლის სახით ეფექტურად გიცავდეთ UVA/UVB სხივებისგან, მაგრამ მათ შორის განსხვავება ტექსტურაში, შემადგენლობასა და მიზნობრიობაშია.

განვიხილოთ თითოეული მათგანი და განვმარტოთ, როდის არის მათი გამოყენება უფრო კომფორტული და საჭირო:

  • მზისგან დამცავი კრემი

მზისგან დამცავი კრემი კლასიკური კანის მოვლის პროდუქტია, რომელიც ფლუიდთან და სტიკთან შედარებით მდიდარი ტექსტურით გამოირჩევა. კრემი ხშირად შეიცავს დამატენიანებელ ან რიგ შემთხვევებში, სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც კონკრეტული კანის ტიპისთვის არის განკუთვნილი, იქნება ეს მშრალი, ნორმალური, კომბინირებული, აკნესკენ მიდრეკილი, მგრძნობიარე თუ სხვა.

თუ მარტივი რუტინა გაქვთ და გსურთ, დამატენიანებლისა და მზისგან დამცავის ფუნქცია ერთმა პროდუქტმა შეარჩიოს, კრემი საუკეთესო არჩევანია. ამასთან, შედარებით მარტივი გამოსაყენებელია ყოველდღიურად, მაკიაჟის ქვეშ, კანის საფუძვლიანად დატენიანებისა და მომზადებისთვის.

რეკომენდაცია: SVR-ს მზისგან დამცავი კრემი 50-იანი ფაქტორით იდეალურია ზაფხულის ცხელ დღეებში, მუსისებრი, ტექსტურისა და მსუბუქი კონსისტენციის გამო.

კრემის სწრაფად შეწოვადი ფორმულა საფუძვლიანად დაგიტენიანებთ კანს და იდეალურად დაიცავს მას ულტრაიისფერი სხივებისგან. განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

  • მზისგან დამცავი ფლუიდი

ფლუიდი არის ძალიან მსუბუქი, თხევადი მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც მომენტალურად შეიწოვება, არ ტოვებს ცხიმიან კვალს და არ ამძიმებს კანს. თუ ცხიმიანობა გაწუხებთ, ზაფხულის სეზონზე ეს საუკეთესო არჩევანია.

მზისგან დამცავი ფლუიდი განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვისაც აკნესკენ მიდრეკილი კანის აქვს ან ცხელ, ნესტიან ამინდში მსუყე კონსისტენციის საცხები დისკომფორტს უქმნის. მნიშვნელოვანია, პროდუქტი არ ახშობდეს ფორებს და ჰქონდეს მაღალი SPF, რათა ეფექტურად დაბლოკოს ულტრაიისფერი სხივები.

რეკომენდაცია: ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის, SVR-ის ულტრამსუბუქი მზისგან დამცავი ფლუიდი სწრაფად შეიწოვება კანზე და ტოვებს შეგრძნებას, თითქოს არაფერი წაგისვამთ.

მისი ფორმულა სპეციალურად შექმნილია ყველა ტიპის მგრძნობიარე კანისთვის და გამოიყენება როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის 3 წლიდან. არის არაკომედოგენური, არ ახშობს ფორებს. უსაფრთხოა ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

  • მზისგან დამცავი სტიკი

სტიკი არის მყარი ფორმატი, რომელიც კანზე სწრაფად და მარტივად გადასასმელად არის შექმნილი და გამოსაყენებლად კომფორტულია ყველა სიტუაციაში. რადგანაც დერმატოლოგები მზისგან დამცავის ყოველ 2 საათში ერთხელ განახლებას უწევენ რეკომენდაციას, სტიკი ამისთვის ყველაზე ჰიგიენური და მოსახერხებელი საშუალებაა.

დერმატოლოგიური ბრენდები და მათ შორის, SVR, გვთავაზობენ ისეთ მზისგან დამცავ სტიკებს, რომელთაც გამოვიყენებთ ყველაზე მგრძნობიარე ზონებშიც, მათ შორის, თვალის ირგვლივ.

პროდუქტის მთავარი უპირატესობაა: კომპაქტურობა, ჰიგიენურობა და ლოკალური ზონების სწრაფი და უსაფრთხო დაცვა.

რეკომენდაცია: SVR-ის მზისგან დამცავი საშუალება იდეალურია ყველა ტიპის, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვის.

აქვს 50-იანი ფაქტორი, რაც მას საუკეთესო პროდუქტად აქცევს როგორც ურბანულ პირობებში, ასევე სანაპიროზე გამოსაყენებლად.

  • მზისგან დამცავი ორფაზიანი წყალი

მზისგან დამცავი ორფაზიანი წყალი არის ინოვაციური ფორმულა, რომლის ზეთოვან ფაზაში გახსნილია UV ფილტრები, ხოლო წყლს ფაზა ატენიანებს და არბილებს კანს. გამოყენებამდე კი ბოთლი აუცილებლად უნდა შეინჯღრეს, რათა ორი ფაზა ერთმანეთს შეერიოს.

ორფაზიანი მზისგან დამცავი იდეალურია როგორც სხეულზე, ასევე სახეზე გამოსაყენებლად, განსაკუთრებით, თუ სანაპიროსა და აუზზე დიდ დროს ატარებთ. პროდუქტი განსაკუთრებით შესაფერისია მათთვის, ვისაც ზაფხულში მსუყე ტექსტურის საცხები დისკომფორტს უქმნის.

ორფაზიანი წყლის მთავარი უპირატესობაა უხილავი დაფარვა, ინტენსიური დატენიანება, მაღალი დაცვა და სასიამოვნო, გამაგრილებელი ეფექტი.

რეკომენდაცია: SVR-ის ორფაზიანი მზისგან დამცავი საშუალება მაქსიმალურად იცავს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. აქვს მსუბუქი ტექსტურა, გამდიდრებულია ბუნებრივი წარმოშობის მცენარეული ზეთებით, კვებავს და არბილებს კანს.

თითოეული პროდუქტი კანს იდეალურად დაიცავს UVA/UVB სხივებისგან, რომელიც ფიტოდაბერების მთავარი გამომწვევი მიზეზია. მნიშვნელოვანია, ყველა სეზონზე გვახსოვდეს, რომ ნამზეური კანის დაზიანებას ნიშნავს, დაცვა კი წინ გადადგმული ნაბიჯია გართულებების საპრევენციოდ.

R