ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ.
ზიდანმა კონტრაქტი 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე გააფორმა.
ზიდანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მხოლოდ "რეალში" მუშაობდა. "ზიზუმ" "ბლანკოსს" ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგეებინა. მანვე ასევე ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და სხვა ჯილდოები მოიგო. sportall.ge