მოდელი, მის საქართველო, ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე მესამე შვილის მშობლები გახდნენ.
- "კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში, ემმი სულაბერიძე. მიყვარხარ და მარად ვიქნები შენი მადლიერი, ჯანეტ", - წერს ნოე სულაბერიძე "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში და საზოგადოებას ოჯახურ ფოტოს უზიარებს.

ჯანეტსა და ნოეს კიდევ ორი საერთო შვილი ჰყავთ - ანა და ლილი.
- წყვილმა 2019 წელს იქორწინა, ერთ წელიწადში კი გოგონა ანნა შეეძინათ. ნოე სულაბერიძეს წინა ორი ქორწინებიდან გოგონა და ვაჟი ჰყავს.