“ქართული ოცნების” პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება, მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს მათ “ვოუქ” ცენზურას! - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
“როგორც მოსალოდნელი იყო, “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს. ამ “ვოუქ” პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება. მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას!” - წერს უილსონი.