ავტორი:

დიდ ბრიტანეთში დედა და მისი მეგობარი მამაკაცი ორის წლის გოგონას მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ - "გოგონას სასტიკად ეპყრობოდნენ და მასზე ძალადობდნენ"

დიდ ბრიტანეთში დედა და მისი მეგობარი მამაკაცი ორის წლის გოგონას მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ - "გოგონას სასტიკად ეპყრობოდნენ და მასზე ძალადობდნენ"

დიდ ბრიტანეთში დედა და მისი მეგობარი მამაკაცი ორის წლის გოგონას მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ - ამასთან, მამაკაცი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბავშვზე სექსუალურ ძალადობაშიც.

ეს უმძიმესი დანაშაული 2025 წლის სექტემბერში მოხდა.

  • პროკურორების განცხადებით, წყვილი, ალექსანდა უოკერი და ჰარისონ სიმპსონი, რომელმაც ურთიერთობა 2025 წლის ივნისში დაიწყო, ერთობლივად იყო პასუხისმგებელი პატარა იზაბელის წინააღმდეგ მიმართულ “სასტიკ ძალადობასა და აგრესიაზე".

სასამართლოზე ითქვა, რომ იზაბელმა სასიკვდილო დაზიანებები 13 სექტემბრის დილას მიიღო, მაშინ როდესაც დედის ბოიფრენდთან მარტო იმყოფებოდა, თავად ქალს კი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღების შემდეგ, ზედა სართულზე, საწოლში ეძინა.

  • იმავე დღის მეორე ნახევარში ალექსანდრამ გადაუდებელი დახმარების ნომერზე დარეკა და განაცხადა, რომ მისი შვილი სახლში გონებას კარგავდა. ორის წლის გოგონა მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საავადმყოფოში გოგონას თავის ქალის მოტეხილობა და ტვინის მძიმე, კატასტროფული დაზიანება დაუდგინდა. ექიმებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბავშვს მრავალი დაჟეჟილობა ჰქონდა მიღებული.

  • პროკურორების თქმით, იზაბელზე ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სიმპსონი დედა-შვილის ცხოვრებაში გამოჩნდა. მიყენებული დაზიანებების მასშტაბი იმდენად აშკარა იყო, რომ დედას აუცილებლად უნდა სცოდნოდა ამის შესახებ. სიმპსონს იზაბელთან მარტო ტოვებდა ხოლმე, თუმცა ეჭვობდა, რომ მისი პარტნიორი პედოფილი იყო.

წყარო