აშშ-ის სამხედრო ძალებმა წარმატებით მოიგერიეს ირანის „მოულოდნელი თავდასხმა“ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის ძალებზე, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.
„დღეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანიდან რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის ძალებზე მოულოდნელი თავდასხმის მცდელობისას. ყველა ირანული რაკეტა წარმატებით მოვიგერიეთ. აშშ-ის ძალები კვლავ ფხიზლად და მზადყოფნაში არიან“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები მიმართული იყო იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებდა.
„აშშ-ის და საუდის არაბეთის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა აღმოსავლეთ ერაყში ტერორისტების ლოგისტიკისა და იარაღის მრავალი ობიექტი დაბომბეს, რაც ბოლო 72 საათის განმავლობაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ მართული 30-ზე მეტი საჰაერო დრონით განხორციელებულ თავდასხმაზე მკაცრი საპასუხო რეაქცია იყო“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.