ავტორი:

საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ - 13 ივლისის შემდეგ მასთან ოჯახი კონტაქტს ვერ ამყარებს

საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ - 13 ივლისის შემდეგ მასთან ოჯახი კონტაქტს ვერ ამყარებს

ოჯახი საქართველოში გაუჩინარებულ ტაილანდელ იუთუბერს, ლუნ სოლოს ეძებს. როგორც ტაილანდური მედია წერს, ის საქართველოში მარტო მოგზაურობდა და კონტენტს იღებდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი ოჯახი კონტაქტს ვერ ამყარებს.

  • ინფორმაცია ფეისბუქზე კლოსე მოსიმ გაავრცელა, რომელიც წერს, რომ გაუჩინარებული ბიჭის ძმაა.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ოჯახი ვარაუდობს, რომ 26 წლის მოგზაური შესაძლოა, ისეთ ადგილას იმყოფებოდეს, სადაც ტელეფონი არ იჭერს.

ლუნ სოლოს YouTube-ზე 914 000 გამომწერი ჰყავს.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი ბოლოს მას 13 ივლისს ესაუბრა, მას შემდეგ კი დაკავშირება ვერც ტელეფონით და ვერც ონლაინ კომუნიკაციის საშუალებებით ვერ ხერხდება. ოჯახი დახმარებას ითხოვს და მიმართავს საზოგადოებას, თუ ვინმემ რაიმე იცის ახალგაზრდა იუთუბერის ადგილსამყოფელის შესახებ, შეატყობინონ - სულ მცირე ინფორმაციაც კი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.