ოსკარის მფლობელ მსახიობს, ჯარედ ლეტოს ოთხი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, სავარაუდო შემთხვევები მაშინ მოხდა, როდესაც ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.
მეოთხე ქალი კი ამბობს, რომ ლეტო მას 16 წლის ასაკში სექსუალური შინაარსის სატელეფონო ზარებითა და ურთიერთობის შეთავაზებებით ავიწროებდა.

ერთ-ერთი მათგანი იხსენებს, რომ 14 წლის ასაკში მუსიკალურ ფესტივალზე მსახიობმა მის მიმართ უხამსი კომენტარი გააკეთა და დაცვის თანამშრომელს კულისებში გაყვანაც სთხოვა.


დოკუმენტურ ფილმში საუბრობს ჯგუფის ორი ყოფილი თანამშრომელიც, რომლებიც აცხადებენ, რომ პერსონალს დისკომფორტს უქმნიდა ლეტოს ურთიერთობა ახალგაზრდა გოგონებთან, რომლებსაც მათი თქმით, ხშირად კულისებში ან მის საცხოვრებელში ეპატიჟებოდნენ.
BBC-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ქალს მოგვიანებით კონფიდენციალურობის შეთანხმებაზე (NDA) ხელის მოწერა შესთავაზეს, რათა ლეტოსთან ურთიერთობაზე საჯაროდ არ ესაუბრა, თუმცა მან დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა.
ჯარედ ლეტო BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.