საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ოთარ შამუგიამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მაისში წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ შამუგია წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე იყო დასაქმებული.
ოთარ შამუგიას მიერ შევსებული დოკუმენტის მიხედვით, მის სახელზეა რეგისტრირებული 129 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2024 წელს გაცვლით აქვს მიღებული, უძრავ ქონებაში კი 75 000 აშშ დოლარია გადახდილი (სავარაუდოდ, თანხა დამატებულია გაცვლისას).
ამას გარდა მისი მეუღლის სახელზეა: 27 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2016 წელს ჩუქებით აქვს მიღებული, 14.85 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხი, რომელიც 2023 წელს 5 000 დოლარად აქვს შეძენილი.
ოთარ შამუგიას მეუღლის საკუთრებაშია ასევე ავტომანქანა ლექსუსი (გამოშვების წელი 2021), რომელიც 2025 წელს 26 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი...განაგრძეთ კითხვა