ავტორი:

პრემიერმა თინათინ რუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა - ცნობილია, ვინ შეასრულებს კულტურის მინისტრის მოვალეობას

პრემიერმა თინათინ რუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა - ცნობილია, ვინ შეასრულებს კულტურის მინისტრის მოვალეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

  • მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა ასევე, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე.

ამასთან, 28 ივლისს გამოცემული კიდევ ერთი ბრძანებით ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა.

ცნობისთვის, თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, 28 ივლისს განაცხადა. „ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და წუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია.

რა არის ცნობილი მიხეილ კიკნაძეზე:

"მიხეილ კიკნაძე პროფესიით ეკონომისტია და მას საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2025 წლიდან მიხეილ კიკნაძე კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს.

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე მიხეილ კიკნაძეს სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა" - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: