ერთ წამში უკეთესობისკენ შეცვლილი ცხოვრების ამბავი ლოტო 6/42 -ში 438 650 ლარის მოგებას უკავშირდება.
უკვე მთელ კახეთში გავრცელდა ხმა ლოტოში თითქმის ნახევარი მილიონი ლარის მოგებაზე. აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელ ,,ერისიმედში’’ მცხოვრებ ერთ ოჯახში კი განსაკუთრებული სიხარულია. სწორედ ამ ოჯახის უფროსმა, ამირან ბოლქვაძემ ლოტო 6/42 -ში 438 650 ლარი მოიგო.
მისთვის ლოტოში მოგება მოულოდნელობა არ ყოფილა, ის ამ დროს წლებია ელოდებოდა, წლებია სისტემატურად თამაშობს, ლოტო 6/42-ის ყოველი გათამაშების ბილეთს ყიდულობს და ტელევიზიით ელოდება ლოტორონით გამოვლენილ შედეგებს.
მოგების დღესაც ტელევიზორთან მთელი ოჯახი ისხდა და ლოტო 6/42-ის მორიგ გათამაშებას ადევნებდა თვალს. ლოტოტრონით ჩამოვარდნილი პირველი რიცხვი დაემთხვა ბატონი ამირანის მიერ დაწერილი ბილეთის რიცხვს, მეორეც, მესამეც, მეოთხეც და მეხუთეც, და თქვენ წარმოიდგინეთ ბონუს რიცხვიც. რაც იმას ნიშნავდა, რომ მან მიზანს მიაღწია და წარმოუდგენად გაუმართლა, ბატონმა ამირანმა მეორე საპრიზო კატეგორია 438 650 ლარი მოიგო.
,,წარმოუდგენელი ემოციები იყო, წამოვხტით, ვყვიროდით, ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვულოცავდით ამ დიდ სიხარულს და ბედნიერებას’’ - იხსენებს ბატონი ამირანი მოგებით გამოწვეულ ემოციებს.
ლოტო 6/42-ის წამყვანებმა თაკო ჩორგოლაშვილმა და ზურა გორდაძემ, ლოტო ,,5/35 - ოქროს ბურთის’’ სახემ ანანო სახელაშვილმა და ლატარიის კომპანიის თანამშრომლებმა ამირან ბოლქვაძის ოჯახს მოგება პირადად მოულოცეს, სოფელ ,,ერისიმედში’’ ესტუმრნენ და მოგებული თანხა გადასცეს.
მოგებული თანხით ამირან ბოლქვაძე შვილიშვილს ძვირადღირებულ ოპერაციას გაუკეთებს ,,ბავშვს თავში სიმსივნე ჰქონდა, ოპერაციის შემდეგ თვალი დაუზიანდა, უკან წაუვიდა და ოპერაცია სჭირდებოდა, ვერ ვწვდებოდით იმხელა თანხა ჯდებოდა და ეხლა კი გავუკეთებთ ოპერაციას და ბავშვი ჯანმრთელი გვეყოლება’’ - სევდანარევი სიხარულით გვიყვება ბატონი ამირანი.
ამ საოცრად კარგი ამბის პარალელურად ამირან ბოლქვაძე ლოტოში მოგებული თანხით საცხოვრებელ სახლს შეაკეთებს. იმ სახლს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთიდან ეკომიგრანტის სატატუსით წამოსულ ოჯახს, სახელმწიფომ გადასცა.
ეკომიგრანტის ოჯახთან ერთად უხარია სოფელს, მათ ბატონი ამირანის მიბაძვაც გადაწყვიტეს, დაიწყეს ლოტოს თამაში და რა თქმა უნდა მოგების იმედიც, აქვთ.
ლოტო 6/42 -ის გათამაშება კვირაში ორჯერ სამშაბათსა და პარასკევს იმართება, რომელიც რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 20:30 სთ-ზე გადაიცემა. ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე www.lotto.ge -ზე, ასევე კომპანიის ჯიხურებსა და სერვის-ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ლატარიის სიახლეებს და მოგებულების ისტორიებს კი გაეცანით www.news.lotto.ge - ზე.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/19CkztgHZQE?si=G-476OuQZ_PxGyvx" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
NS