ავტორი:

ქობულეთში, ქმარმა ცოლზე იძალადა - დაკავებულია შუა ხნის მამაკაცი

ქობულეთში, ქმარმა ცოლზე იძალადა - დაკავებულია შუა ხნის მამაკაცი

ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შუა ხნის მამაკაცი დააკავეს.

როგორც შსს-ში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გუშინ შუა ხნის მამაკაცმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.