ევროპის ტურისტული მიმართულებები კვლავ მასშტაბური ტყის ხანძრების ალშია გახვეული. საბერძნეთის საკურორტო კუნძულ პაროსზე ევაკუაცია გამოცხადდა, რის შედეგად მოსახლეობამ 9 სოფელი დატოვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ცეცხლის ალით მოცული მთის კალთები და კუნძულის თავზე აღმართული კვამლის სქელი ღრუბლები. ვითარების დამძიმების გამო ადგილობრივები, სამაშველო სამსახურების მითითებით, თავშესაფარს ზღვის სანაპიროებზე ეძებენ.
ეს კატასტროფა ევროპაში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე ხანძრების ტალღას დაემთხვა, რომელმაც ისეთი პოპულარული ტურისტული ქვეყნები მოიცვა, როგორებიცაა საფრანგეთი, ესპანეთი და თურქეთი

საფრანგეთი: ბორდოს დასავლეთით უკვე ექვსი დღეა მძვინვარებს 1949 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ხანძარი. ევაკუირებულია 220,000-ზე მეტი ადამიანი, განადგურდა 240 სახლი.

ესპანეთი: მადრიდთან ახლოს გაჩენილმა ხანძარმა, რომელმაც 190,000 აკრი მოიცვა, 60,000 ადამიანი აიძულა სახლები დაეტოვებინა.
იტალია: ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაჩენილმა ხანძარმა პულიას რეგიონის ქალაქ პეშჩიჩიში ასობით დამსვენებლის სანაპიროებიდან ევაკუაცია გამოიწვია.
პორტუგალია: ქვეყნის ჩრდილოეთით, ბრაგას ოლქში, გამანადგურებელმა ხანძარმა ვრცელი ტერიტორიები გადაწვა.


თურქეთი: ოთხშაბათს კურორტ მუღლაში გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა; ცეცხლის ჩასაქრობად 400-მდე მეხანძრე და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
კუნძულზე ხანძართან საბრძოლველად 66 მეხანძრეა მობილიზებული. ათენიდან გაგზავნილია სპეციალური სატყეო დანაყოფები, 5 ვერტმფრენი და 2 სახანძრო თვითმფრინავი. სამაშველო ჯგუფებს მალე რაფინას პორტიდან დამატებით 20 მეხანძრე შეუერთდება.

ოთხშაბათს დილით ტრიპიტის, გლიფას, პირგაკისა და ასპრო ქორიოს მცხოვრებლებს დრიოსის მიმართულებით ევაკუაციის ბრძანება მიეცათ. მანამდე აგერიის მოსახლეობას ალიკის სანაპიროზე გახიზვნა დაევალა. ეს გადაწყვეტილება სამშაბათს აგიოს ხარალამბოსიდან, კამბიდან, ბუგადოსიდან, ანერატზადან და კამარიდან განხორციელებულ ევაკუაციას მოჰყვა.
მერის მოადგილის, ხარის გიურტზიდისმა თქმით, ზარალის ზუსტი მასშტაბი ჯერ უცნობია, ძლიერი ქარი ხელს უშლის სამუშაოებს, ხოლო ზოგიერთმა მცხოვრებმა სახლის დატოვებაზე უარი განაცხადა, რადგან შინაური ცხოველების მიტოვება არ სურდათ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ორ ფრონტად გაიყო და ის ფარაგასის სანაპიროსა და ტრიპიტისკენ მიემართება. ამ დროისთვის სტიქიის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონად აგკაირია ითვლება.
ევროპაში ტემპერატურამ 47°C-ს მიაღწია.
საფრანგეთი: პოპულარულ სერფინგ-კურორტ ლაკანოდან (ბორდოდან 56 კმ) 4,000-მდე ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა. დაცარიელდა კემპინგები, დასასვენებელი სოფლები და გასართობი პარკები.

ესპანეთსა და საფრანგეთში რიგით მეოთხე ანომალიური სიცხის ტალღის დაწყებამდე მეხანძრეები ცეცხლის არსებული კერების ლოკალიზებას ცდილობენ სტიქიამ ორივე ქვეყანაში ტყის უზარმაზარი მასივები და სახლები გაანადგურა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამშაბათს 13 მუნიციპალიტეტში ევაკუაციის რეჟიმი გაუქმდა, ბორდოში კი მოსახლეობა მძიმე ფინანსურ ზარალს განიცდის. ისტორიულ ქალაქში, რომელიც წელიწადში 6.5 მილიონ ტურისტს მასპინძლობს, სტიქიის გამო წელს ეს რიცხვი კატასტროფულად არის შემცირებული.


მეტეოროლოგების პროგნოზით, პირობები კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან დასავლეთ ევროპას სიცხის ახალი ტალღა უახლოვდება.
მეცნიერები ევროპაში არსებულ ანომალიურ სიცხესა და გვალვას ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ. მაღალმა ტემპერატურამ ნიადაგი და მცენარეულობა გამოაშრო, რამაც ხანძრის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი.

ევროკავშირის კრიზისული მართვის კომისრის, ჰადჯა ლაბიბმას განაცხადების თანახმად, ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს.