ავტორი:

პენსილვანიაში იშვიათი რეპტილია, ორთავიანი გეკონი დაიბადა

პენსილვანიაში იშვიათი რეპტილია, ორთავიანი გეკონი  დაიბადა

პატარა გეკონს საიმონი და გარფანკელი დაარქვეს და იგი ჩრდილო-აღმოსავლეთ პენსილვანიაში მდებარე საშენ “Rockstar Geckos“-ში მოულოდნელად გაჩნდა. სელექციონერების თქმით, 29 ივნისს ორთავიანი პატარას გამოჩეკამდე, თავად კვერცხს არაფერი უჩვეულო არ ეტყობოდა.

ამჟამად, ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, წარმოუდგენლად იშვიათი, ორთავიანმა რეპტილიის ასაკმა უკვე ოთხ კვირას მიაღწია.

ერთზე მეტი თავის არსებობას მეცნიერულად პოლიცეფალია ეწოდება, ხოლო უშუალოდ ორთავიანობას ბიცეფალია ან დიცეფალია. სამწუხაროდ, ორთავიანი ცხოველები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, საიმონი და გარფანკელი თავს შესანიშნავად გრძნობენ და მოძრაობების შეთანხმებაც კი დაიწყეს.

  • როგორ ფუნქციონირებს ორთავიანი ორგანიზმი?

პოლიცეფალიური ცხოველის თითოეულ თავს საკუთარი ტვინი გააჩნია და ისინი ორგანოებისა და კიდურების მართვას იყოფენ, თუმცა ნერვული კავშირების კონკრეტული სტრუქტურა ყოველთვის ინდივიდუალურია.

ასეთი ცხოველები ხშირად დაბნეულად და ქაოსურად მოძრაობენ, რადგან ტვინები ერთმანეთს “ეწინააღმდეგებიან“, რაც ხშირად უბრალოდ ადგილზე ზიგზაგისებურ მოძრაობას იწვევს. გველების შემთხვევაში, შესაძლოა ერთმა თავმა მეორეს შეუტიოს და მისი გადაყლაპვაც კი სცადოს.

საბედნიერად, “Rockstar Geckos“-მა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე დომინანტური გეკოს არცერთი თავი არ არის.

“მათი თავები ისეა განლაგებული, რომ ერთმანეთს ვერ სწვდებიან და ვერც უკბენენ“, - აცხადებენ საშენში.

წყარო