ავტორი:

მსხვერპლი და 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი იაპონიაში - დამანგრეველი მიწისძვრის დროს, შენობებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ: დეტალები

მსხვერპლი და 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი იაპონიაში - დამანგრეველი მიწისძვრის დროს, შენობებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ: დეტალები

მას შემდეგ, რაც სამშაბათს მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით, კუნძულ კიუ-შიუზე 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

სამაშველო ჯგუფები კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარე ქაღალდის ფაბრიკისა და სავაჭრო ცენტრის ნანგრევებს ჩხრეკენ, რათა გადარჩენილები ადამიანები იპოვონ. მიწისძვრიდან ერთ საათში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ გააფრთხილა საზოგადოება, რომ მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად „ნამდვილი დროის რბოლაა“ დაწყებული. ათასობით ადამიანი ევაკუაციის ცენტრებში იმყოფება, მრავალ საცხოვრებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის (NHK) ცნობით, იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო (JMA) მოსახლეობას “ძლიერი განმეორებითი ბიძგებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს“

  • ვითარება კატასტროფის ზონაში

მიწისძვრა გასულ სამშაბათს, კუმამოტოს პრეფექტურაში, კუნძულ კიუ-შიუზე ადგილობრივი დროით 16:27 საათზე მოხდა.

ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზიანებული შენობა კაშიმაში მდებარე სავაჭრო ცენტრი Aeon Mall-ია, სადაც მეორე სართულის ნაწილი ჩამოინგრა. გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ამოდის ნანგრევებიდან თეთრი კვამლი, მანამ სანამ ხალხი ავტოსადგომისკენ გარბის. კადრებში ასევე შენობის ექსტერიერის სანახევროდ ჩამოშლილი ნაწილი და ლითონის კონსტრუქციები არის ასახული.

მაშველები ნანგრევებს ჩხრეკენ, 3 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

  • “Aeon Mall“ -ის პრეზიდენტმა აკიო იოშიდამ დაადასტურა, რომ სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების თქმით, ცენტრში დაახლოებით 2 700 ადამიანი იყო დასაქმებული.

სხვა დაზარალებულ ადგილებს შორის არის ქალაქ იაცუშიროს ქარხანა, სადაც ორი ადამიანი სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვეს., NHK-ის ცნობით ცხრა ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება .

ოფიციალურმა პირებმა მაშველებსა და გადარჩენილებს ურჩიეს, სიცხისგან დამწვრობისა და მზის დარტყმისგან დასაცავად ზომები მიიღება ურჩიეს , კიუ-შიუზე ამ დროისთვის ტემპერატურამ 35°C-ს მიაღწია.

JMA-მ მიწისძვრის მაგნიტუდა 7.1-ით შეაფასა, ხოლო აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა მოგვიანებით 6.8 დააფიქსირა. მიწისძვრის ეპიცენტრი მცირე სიღრმეზე (10 კმ) ქალაქ კუმამოტოდან სამხრეთით, დაახლოებით 20 კმ-ში მდებარეობდა.

NHK-ის მიერ გავრცელებულ კადრებში გაბზარული გზები, ხიდები და ცეცხლმოკიდებული შენობები ჩანს. შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა, ხოლო ათასობით სახლს ელექტროენერგია გაეთიშა.

წყარო