კენიის ამბოსელის ეროვნულ პარკში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 15 სპილოს დაღუპვის გამო გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ განცხადებას ველური ბუნების დაცვის ოფიციალურმა პირები აკეთებენ.
დაღუპულთა უმეტესობა მდედრი სპილო და მათთან მყოფი ნაშიერია; გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტები პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე კიმანას ნაკრძალსა და კუკუს რანჩოზე მოხდა.
კენიაში ბრაკონიერების მიერ სპილოების მოწამვლის შემთხვევები წარსულშიც არა ერთხელ დაფიქსირებულა. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგიონში ამ მასშტაბის სიკვდილიანობა დარეგისტრირდა.
KWS განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რაც სიკვდილის კონკრეტულ, ერთადერთ მიზეზზე მიუთითებს.
ნოირობის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ აღებულმა პირველადმა სინჯებმა "სავარაუდო ტოქსიკური ნივთიერება" გამოავლინა. თუმცა კენიის სახელმწიფო ქიმიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ცალკეულმა ანალიზმა შემოწმებული ტოქსინების არსებობა უარყო. KWS-ში აცხადებენ, რომ დამატებითი კვლევები კვლავ მიმდინარეობს.