ავტორი:

კრეტა, პელოპონესი, პაროსი და სხვა - საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს, დაიღუპა სამი მეხანძრე (ფოტოები)

კრეტა, პელოპონესი, პაროსი და სხვა - საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს, დაიღუპა სამი მეხანძრე (ფოტოები)

კრეტასა და პელოპონესზე ტყის ხანძრების ჩაქრობისას სამი ბერძენი მეხანძრე დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, კუნძულ კრეტაზე ძლიერმა ქარმა ხანძარი გააძლიერა და რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო. კიდევ ერთი მეხანძრე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამხრეთ პელოპონესის საპორტო ქალაქ გითეიოს მახლობლად უგონო მდგომარეობაში ნახეს.

ხანძრები ასევე გაჩნდა საბერძნეთის სხვა ადგილებში, ეგეოსის ზღვაში მდებარე პაროსისა და ლესბოსის კუნძულებზე და ქალაქ ტრიფილიაში.

ამასთან, ესპანეთსა და საფრანგეთში ზაფხულის სიცხის მეოთხე ტალღა დაიწყო, მეხანძრეები ცდილობენ თავიდან აიცილონ მასშტაბური ხანძრების გაჩენა, რომლის გაკონტროლება ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი.

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მუღლას პროვინციაში ხანძრის გამო, ფეთიესა და ანტალიის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი დაიკეტა და საავადმყოფოს ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი მძვინვარებს პორტუგალიაშიც, ვილა რეალის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში.