მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში.
Tasteatlas-ის მონაცემებით მსოფლიოში საუკეთესო კერძი პარაგვაის ვორი-ვორია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 10 კერძიდან 3 იტალიური სამზარეულოდანაა.
რეიტინგი ემყარება მომხმარებელთა შეფასებას. 453 720 პირის მიერ მსოფლიოს 11 781 კერძის შეფასების მიხედვით კი გამოვლინდა საუკეთესო 100 კერძი. განაგრძეთ კითხვა და ნახეთ, რომელი კერძებია ათეულში