ათენის ცენტრში, მიტოვებულ შენობაში ჩემოდანში ნაპოვნი ცხედარი იპოვეს. უკვე ცნობილია, რომ ცხედარი 38 წლის ბრიტანელი ქალი, ელიზაბეტ ჯეინ როსის აღმოჩნდა. მისი ვინაობა ცხედრის აღმოჩენიდან 11 დღის შემდეგ დადგინდა.
ბერძნული მედიის ცნობით, ელიზაბეტ ჯეინ როსი ათენში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათი თქმით, ქალი ბოლოს 15 ივლისს ნახეს. გამოძიების ინფორმაციით, ის საბერძნეთში 29 ივნისს კვიპროსიდან ჩავიდა.

გამომძიებლები ამოწმებენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, ფრენების ისტორიასა და სასტუმროების ჯავშნებს, რათა დაადგინონ, როგორ გადაადგილდებოდა ქალი საბერძნეთში.
საბერძნეთის პოლიციის პრესსპიკერის, კონსტანტინა დიმოგლიდუს განცხადებით, გამოძიება საქმეს დანაშაულებრივ ქმედებად განიხილავს, რადგან ცხედარი ჩემოდანში იყო დამალული.

გამოძიებაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ბრიტანელი სამართალდამცავებიც ჩაერთონ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოჯახს საკონსულო დახმარებას უწევს და საბერძნეთის ხელისუფლებასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება.