ავტორი:

57 წლის ჯენიფერ ენისტონი შეყვარებულთან ერთად ისვენებს - რა გადაიღეს პაპარაცებმა (ფოტოები)

57 წლის ჯენიფერ ენისტონი შეყვარებულთან ერთად ისვენებს - რა გადაიღეს პაპარაცებმა (ფოტოები)

57 წლის ჯენიფერ ენისტონი ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე დასვენებისას პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. მსახიობი მზის აბაზანებს იღებდა და შეყვარებულთან, ჯიმ კერტისთან, საუბრობდა.

  • ენისტონს მეგობრებიც ახლდნენ, მათ შორის მისი ყოფილი კოლეგა სერიალ "მეგობრებიდან“, კორტნი კოქსი, ასევე - პედრო პასკალი.

ენისტონისა და ჯიმ კერტისის ურთიერთობის შესახებ პირველად 2025 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, როდესაც ისინი მალიორკაზე ერთად ისვენებდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ მსახიობმა რომანი ოფიციალურად დაადასტურა.

  • 2025 წლის ნოემბერში ჟურნალ Elle-თან ინტერვიუში ენისტონმა კერტისი "ძალიან კეთილ“ ადამიანად მოიხსენია. მანამდე კი სოციალურ ქსელში დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და ასე მოიხსენია - "ჩემი სიყვარული“

ჯენიფერ ენისტონი წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული. ჯიმ კერტისს კი ყოფილი მეუღლის, რეიჩელ ნაპოლიტანოსგან, თინეიჯერი ვაჟი, აიდანი ჰყავს.

წყარო