რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმის შემდეგ, საწყობის თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა.
Wildberries-ის საწყობზე თავდასხმა პენზას ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომაც დაადასტურა.