ევა ლონგორია ესპანეთში, მარბელას სანაპიროზე დასვენებისას გადაიღეს. 51 წლის მსახიობმა ხმელთაშუა ზღვაში ბანაობის დროს ლეოპარდის პრინტის ბიკინი მოირგო. მან დღე მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გაატარა.


"ყოველთვის ვვარჯიშობდი. ეს ენერგიას მაძლევს და ამას მხოლოდ გარეგნობისთვის არ ვაკეთებ - ეს ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია“, - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.


მსახიობი ამჟამად დროს ესპანეთსა და მექსიკაში ატარებს მეუღლესთან, ხოსე ბასტონთან და მათ 8 წლის შვილთან, სანტიაგოსთან ერთად. წყვილმა მაისში ქორწინების 10 წლის იუბილე აღნიშნა.

ლონგორიამ 2024 წელს განაცხადა, რომ აშშ დატოვა და საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა.