რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
პოლონური მედიის ცნობით, ლუბლინის სავოევოდოში, დასახლებულ პუნქტ ტარნავა-კოლონიაში დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა. ლუბლინის სავოევოდოსა და ქალაქ ლუბლინში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა, ხოლო ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აფეთქებების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ გასულ ღამეს, უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს, დაუდგენელი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და შემდეგ რადარიდან გაქრა.