ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"2022 წლის გაზაფხულზე ის უკრაინაში ჩავიდა და „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში გაწევრიანდა. ასევე, გაიარა სამხედრო მომზადება, რის შემდეგაც 2022 წლის ივლისამდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას“, - წერს რუსული მედია.
საქართველოს მოქალაქე კახაბერ ამირანაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.