18 ივლისს ბათუმში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის ქალიშვილის, სალომე თარგამაძისა და ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟის, გიგა პაპუნაიშვილის გრანდიოზული ქორწილი შედგა.

ქორწილიდან ორ კვირაში, სალომე თარგამაძის ფოტოები თავად ბრენდის ოფიციალურ საქორწინო გვერდზეც გამოქვეყნდა, წარწერით, რომ ქართველ პატარძალს Zuhair Murad-ის 2026 წლის გაზაფხულის კოლექციის ყვავილებით ნაქარგი საქორწინო კაბა ეცვა.

ზუჰაირ მურადი მაღალი მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძვირადღირებული დიზაინერია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ნაზი მაქმანებით, ხელით შესრულებული რთული ნაქარგებით და სამეფო სილუეტებით, რის გამოც მას ხშირად ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები თუ მსოფლიო ელიტის წარმომადგენლები.

რაც შეეხება ფასებს, Zuhair Murad-ის საქორწინო ხაზის კაბების ღირებულება საკმაოდ მაღალია: მზა კოლექციებიდან კაბის ფასი საშუალოდ 10 000 დოლარიდან იწყება და 20 000 – 25 000 დოლარამდე აღწევს, ხოლო ექსკლუზიური, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული Haute Couture მოდელების ღირებულებამ შესაძლოა 30 000-დან 100 000 დოლარსაც გადააჭარბოს.

2026 წლის გაზაფხულის კოლექციის ნაქარგი კაბები, შლეიფით და ხელით ნაქარგი გრძელი ფატა - სალონებში საშუალოდ $14,000 – $22,000-ის ფარგლებში იყიდება.
თუმცა თუ კაბა ინდივიდუალური შეკვეთით, პარიზის/ბეირუთის ატელიეში უშუალოდ პატარძლის პარამეტრების მიხედვით შეიკერა, მისი ღირებულება $30,000-დან $50,000-მდე აღწევს.

წაიკითხეთ ასევე: