ავტორი:

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთში Kh-101-ის ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა - "ყველაფერი ამაზე მიუთითებს"

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთში Kh-101-ის ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა - "ყველაფერი ამაზე მიუთითებს"

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ლუბლინში, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

  • დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური იერიშის დროს პოლონეთში, სოფელ ტარნავა-კოლონიაში რაკეტა ჩამოვარდა.

მისი თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

"მზად ვიყავით რაკეტა ჩამოგვეგდო, თუ ფრენას გააგრძელებდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს Kh-101-ის ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტა იყო“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.