ავტორი:

ანა წითლიძე არ გამორიცხავს, რომ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს

ანა წითლიძე არ გამორიცხავს, რომ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს

დავაყენებ თუ არა მე ჩემს კანდიდატურას [„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციაზე] ეს დამოკიდებული იქნება შემდეგ ფაქტორებზე - მე არ ვუყურებ ამ პროცესს ისე, რომ პარტიას სჭირდება მხოლოდ სახელების და გვარების შეცვლა. პარტიას სჭირდება იმ იდეასთან შესაბამისობა, რაც მოგვიწოდა მიხეილ სააკაშვილმა, რომ უნდა იყოს უფრო სახალხო „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას სჭირდება სისტემური რეფორმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანა წითლიძე პარტიაში სისტემური რეფორმის განხორციელებისთვის ორ კომპონენტს ასახელებს - პარტიის წევრების ფართო ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პარტიის ფინანსურ დამოუკიდებლობას. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ის მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, ვინც აღნიშნულ ორ კომპონენტს გაითვალისწინებს პარტიის რეფორმირებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, განიხილავს საკუთარ კანდიდატურას. ანა წითლიძის განმარტებით, ეს ყველაფერი გამოჩნდება ექვსი თვის შემდეგ, როცა იმუშავებენ რეფორმების საბჭოსთან ერთად.

"მე ყველა ადამიანს მივესალმები, ცხადია, ნანუკასაც და ყველა ადამიანს, ვინც „ნაციონალური მოძრაობას“ შეუერთდება და ვინც იტყვის, რომ ჩვენთან ერთად იქნება ამ ჯოჯოხეთურ ბრძოლაში, რომელშიც 14 წლის განმავლობაში არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ვინც არ უნდა იყოს ეს, ცხადია, ნანუკა ჟორჟოლიანისაც.

ახლა, ჩემ კანდიდატურასთან დაკავშირებით - მე მე ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამორიცხული არაფერი არ არის, დავაყენებ თუ არა მე ჩემს კანდიდატურას ეს დამოკიდებული იქნება შემდეგ ფაქტორებზე - მე არ ვუყურებ ამ პროცესს ისე, რომ პარტიას სჭირდება მხოლოდ სახელების და გვარების შეცვლა. პარტიას სჭირდება იმ იდეასთან შესაბამისობა, რაც მოგვიწოდა მიხეილ სააკაშვილმა, რომ უნდა იყოს უფრო სახალხო „ნაციონალური მოძრაობა“, ამას სჭირდება სისტემური რეფორმა და სისტემური რეფორმა უნდა განხორციელდეს ორი მთავარი კომპონენტის გათვალისწინებით: პირველი, ეს არის პარტიის წევრების ფართო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენ ეს მექანიზმი გვაქვს, პოლიტიკური საბჭო არის წარმომადგენლობით ორგანო, რომელსაც ჩვენი პარტიის წევრები ირჩევენ, მაგრამ კიდევ დამატებითი მექანიზმია რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მრავალი ათასი პარტიის წევრი იქნება ჩართული კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მეორე - ეს არის პარტიის ფინანსური დამოუკიდებლობა, რომელიც ასევე დამოკიდებული იქნება მთლიანად ჩვენი პარტიის დონაციაზე“, - განაცხადა ანა წითლიძემ.