ავტორი:

რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა ორგანომ, „როსფინმონიტორინგმა“ Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში დაამატა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. უწყების განცხადებით, Telegram-ის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ „შეთქმულების დასაგეგმად და მასობრივი მკვლელობების ჩასატარებლად გამოყენებული არხების წაშლა“.

„დუროვს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა)“, - ნათქვამია „ეფ-ეს-ბე“-ს განცხადებაში.