ავტორი:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„ეს არ იქნება გრანდიოზული ყრილობა, მორიგი ტექნიკური ყრილობაა. დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 - კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა. დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ასევე, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს", - დასძინა ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს, ჯგუფი შვიდი პირით განისაზღვრა.

"დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი და ერთ-ერთი ასპექტია. ამ ორგანიზაციის შემადგენლობის რაოდენობა განისაზღვრა 7 ადამიანით“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

პოლიტიკური საბჭოს სხდომას პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა. პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.