რუსეთმა, უკრაინაზე იერიშის დროს სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების განცხადებით, ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენა.
ცნობისთვის, კრივი-რიჰის მახლობად მდებარე სოფელ რადუშნეში, რუსეთის დარტყმის შედეგად ვორონოვების ოჯახის ექვსი წევრი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი. კრივი-რიჰში 31 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.