ბენ აფლეკმა ამ კვირაში, გადაცემაში “ვის სურს გახდეს მილიონერი“ სტუმრობისას, იშვიათი ჯილდო 1,000,000 დოლარი მოიპოვა.

53 წლის ოსკაროსანი მსახიობი, რომელსაც დედა ახლახან კიბოსთან ბრძოლის შემდეგ გარდაეცვალა, შოუს Jeopardy!-ს ჩემპიონ ჯეიმი დინგთან ერთად ეწვია. წყვილმა დიდი თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვი ს მოიპოვა და ის 2010 წელს დაარსებულ ორგანიზაციას “ Eastern Congo Initiative“ -ს გადაერიცხება.
აფლეკი და დინგი $1-მილიონიან ფინალურ შეკითხვას, რომელიც მათ წამყვანმა ჯიმი კიმელი დაუსვა, ტელეკომპანია ABC-ის გადაცემის ოთხშაბათის ეპიზოდში შეეჯახნენ.

შეკითხვა შემდეგი იყო: მადლიერების დღის ყოველწლიური ტრადიციის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტებს არაერთი ინდაური “შეუწყალებიათ“. ჩამოთვლილთაგან რომელი სახელი არ ჰქონია არცერთ ასეთ ინდაურს?
სავარაუდო პასუხები იყო:
აფლეკმა და დინგმა გადაწყვიტეს, “ზარი მეგობართან“ გამოეყენებინათ და დინგის ძველ ინტელექტუალურ პარტნიორს, სტეფენ მოროსონს დაურეკეს.
კიმელმა მათ შეახსენა, რომ ჯერ კიდევ ჰქონდათ დარჩენილი უფლება დახმარება “ჰკითხე წამყვანს“ გამოეყენებინათ . ამაზე მსახიობმა იხუმრა, რომ ჯერ მაინც დინგის მეგობართან დარეკავდნენ.


საბოლოოდ მოთამაშეებმა კიმელის აზრი მაინც გაითვალისწინეს და პასუხად Spaghetti & Meatball დააფიქსირეს, რაც სწორი აღმოჩნდა და მათ ჯილდოს სახით ერთი მილონი დოლარი მოუტანა.
მოგებული თანხა არასამთავრობო ორგანიზაცია “Eastern Congo Initiative“ -ს გადაერიცხება, რომელიც აფლეკმა უიტნი უილიამსთან ერთად 2010 წელს დააფუძნა.

გასულ წელს, ამავე შოუში $1-მილიონიანი ჯილდო აფლეკის ახლო მეგობარმა და კოლეგამ, მეთ დეიმონმაც მოიგო. რომელიც კენ ჯენინგსთან ერთად წყვილში თამაშობდა. მოგებული თანხა დეიმონის საქველმოქმედო ფონდს Water.org-ს გადაერიცხა.