აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, "მშვიდობის საბჭომ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია "ჰამასის“ და ღაზაში მოქმედი ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ".
"ეს შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია იმისკენ, რომ ღაზას საბოლოოდ მართავდეს პალესტინის ახალი მთავრობა, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მშვიდობის საბჭოსთან პალესტინელი ხალხის დასახმარებლად. ამავდროულად, ისრაელს ექნება ის უსაფრთხოება, რასაც იმსახურებს. ღაზას ტერორისტული თავდასხმების ბაზად აღარ გამოიყენებენ“, - აცხადებს ტრამპი.
"შეთანხმება შესრულდება ფრთხილად სტრუქტურირებულ ეტაპებად. განიარაღების დასრულების შემდეგ, ისრაელის ძალები გავლენ და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები იმუშავებენ პალესტინის ახალ საპოლიციო ძალებთან ერთად, რათა აიღონ პასუხისმგებლობა ღაზას უსაფრთხოებაზე მისი მაცხოვრებლებისა და მეზობლებისთვის“, - წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის შუამავალ ქვეყნებს: ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს. "მინდა მადლობა გადავუხადო შუამავლებს - ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს - მათი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებით ჩემს გამორჩეულ გუნდს, რომელთა დაუღალავმა შრომამ შესაძლებელი გახადა ეს ისტორიული გარღვევა. საფრთხე, რომელიც 7 ოქტომბერს ღაზადან გაჩნდა, აღარ აღდგება! ამ შეთანხმების თანახმად, ღაზა საბოლოოდ პალესტინის ახალი მთავრობის ხელში აღმოჩნდება, რომელიც თავის ხალხს ემსახურება“, - წერს ტრამპი.
გამოცემის ცნობით, "ჰამასის“ მაღალჩინოსანმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება.