ავტორი:

გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანკო ბარეზი

გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანკო ბარეზი

იტალიური ფეხბურთის 1980-1990-იანი წლების "ოქროს თაობის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, "მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • "გლოვობს ჩვენი კლუბი. მისი მაგალითი და ღირსება სამუდამოდ დარჩება კლუბის დნმ-ში, ისევე როგორც მისი ლეგენდარული მე-6 ნომრიანი მაისური", - ნათქვამია "მილანის" განცხადებაში.

გასულ წელს ბარეზის ფილტვში კვანძის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ აღდგენით მკურნალობას გადიოდა.

თებერვალში ის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიური ჩირაღდნის ერთ-ერთი მატარებელი იყო.

ფრანკო ბარეზი "მილანის“ ნამდვილ ლეგენდად მიიჩნევა. მან მთელი, 20-წლიანი პროფესიული კარიერა ამ კლუბში გაატარა, მოიგო სერია A-ს ექვსი ტიტული და ევროპის უმაღლესი საკლუბო ტურნირი სამჯერ,15 სეზონის განმავლობაში იყო გუნდის კაპიტანი. კარიერა 1997 წელს დაასრულა.

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ "მილანმა“ მისი 6-ნომრიანი მაისური სამუდამოდ გააუქმა. ბარეზი გახდა პირველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში, რომელსაც ასეთი პატივი ერგო.