ავტორი:

რევოლუციურმა თვითმფრინავმა შესაძლოა მგზავრების მთავარი პრობლემა მოაგვაროს - კალიფორნიული სტარტაპმა ახალი ავიალაინერის მოდელი წარადგინა

რევოლუციურმა თვითმფრინავმა შესაძლოა მგზავრების მთავარი პრობლემა მოაგვაროს - კალიფორნიული სტარტაპმა ახალი ავიალაინერის  მოდელი წარადგინა

ახალი თვითმფრინავის ინოვაციური დიზაინი ფრენისას წარმოქმნილ ყველაზე გამაღიზიანებელი პრობლემის მოგვარებაზეა გათვლილი. კონცეფცია საპირფარეშოსთან სპეციალურ მოსაცდელ სივრცეებსა და 4 გასასვლელს ითვალისწინებს, რაც სალონში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა.

“Wall Street Journal“ ის ცნობით, მგზავრებს მათ შორის მცირეწლოვანი შვილების მშობლებს, საპირფარეშოსთან დაკავშირებული უხერხულობების თავიდან აცილება კომპანია JetZero-ს ტევად, თუმცა უფანჯრო Z4 მოდელში შეეძლებათ.

მოსალოდნელია, რომ ახალი საჰაერო ხომალდი ასაფრენ ბილიკზე უკვე 2030 წლისთვის გამოჩნდება.

კალიფორნიული სტარტაპის განცხადებით, სკაროსის ფორმის რევოლუციური თვითმფრინავი ამჟამინდელ კომერციულ ხომალდებთან შედარებით უფრო ფართო და ბრტყელია. ეს განლაგება საშუალებას იძლევა, საპირფარეშოს მოსაცდელი ზონები მგზავრთა სავარძლებიდან განცალკევდეს.

კომპანიის განმარტებით, პროტოტიპი რიგში მდგომ მგზავრებს საკმარის სივრცეს უთმობს, რათა მათ თავიდან აიცილონ სავარძლებში მსხდომებთან შეხება ან გასასვლელში უხერხულად დგომა.

JetZero-ს მხარდაჭერა უკვე 20-მდე ავიაკომპანიამ გამოუცხადა, მათ შორის ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცაა Delta Air Lines, Alaska და United. ამ დროისთვის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები უკვე ცნობილია

  • ახალ 250-ადგილიან ხომალდს ფრენა 10 000 მეტრზე შეუძლია, რაც ამჟამად ბაზარზე არსებულ მოდელებზე მაღალი მაჩვენებელია.
  • აეროდინამიკური დიზაინის წყალობით, ხომალდი ნაკლებ საწვავს მოიხმარს, რაც ფრენებს გააიაფებს.
  • რიგებად გადაბმული სავარძლების სანაცვლოდ, თვითმფრინავში ცალკეული, გამოყოფილი სავარძლები იქნება.
  • მგზავრებს პერსონალური ზედა სათავსოები ექნებათ, თუმცა სალონში ილუმინატორები არ იქნება.

ახალ პროექტს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, მათი თქმით ფრთებთან ახლოს მსხდომმა მგზავრებმა ჰაერში თვითმფრინავის მოხვევისას შესაძლოა არაკომფორტულად მაღალი გრავიტაციული ძალა იგრძნონ. გარდა ამისა, 4 გასასვლელიანი განლაგება სრულიად ცვლის საგანგებო სიტუაციაში ევაკუაციის სტანდარტულ პროცედურას.

სრულმასშტაბიანი პროტოტიპის პირველი ფრენა 2027 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, ხოლო რეგულარულ რეისებზე ახალი ხომალდის ჩაშვება სავარაუდოდ 2030-იანი წლების დასაწყისიდან მოხდება.

წყარო