ავტორი:

პაკისტანში 4 ალპინისტის გვამი იპოვეს - 10 დაკარგულ მთამსვლელს შორის ცნობილი ალპინისტი, ნირმალ პურჯაც არის: ტრაგედიის დეტალები

პაკისტანში 4 ალპინისტის გვამი იპოვეს - 10 დაკარგულ მთამსვლელს შორის ცნობილი ალპინისტი, ნირმალ პურჯაც არის: ტრაგედიის დეტალები

ოფიციალური პირების განცხადებით, მაშველებმა, რომლებიც პაკისტანში, ბროუდ-პიკზე ჩამოწოლილი ზვავის შემდეგ დაკარგულ 10 მთამსვლელს ეძებენ, პარასკევს ოთხი ცხედარი იპოვეს. ცუდი ამინდის გამო ვერტმფრენების ფრენა გაძნელებულია, თუმცა სამძებრო სამუშაოები მაინც გრძელდება. დაკარგულებს შორის არის აღიარებული ბრიტანელ-ნეპალელი ალპინისტი ნირმალ პურჯაც.

პაკისტანის ალპური კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, კარარ ჰაიდრიმ თქმით, მას შემდეგ რაც მწვერვალის დაპყრობის მცდელობისას ბროუდ-პიკზე ზვავი ჩამოაწვა, მთამსვლელები საბაზისო ბანაკთან კავშირზე აღარ გამოსულან, ჯგუფთან კავშირი გასულ ხუთშაბათის გაწყდა.

ალპური კლუბის ინფორმაციით, ექსპედიციაში ხუთი ნეპალელი მთამსვლელი, პაკისტანელი ალპინისტი სოჰაილ საკჰი, ომანელი ნათირა, ამერიკელი მალორი გეისი, ჩინელი მთამსვლელი (რომელიც მხოლოდ გვარით ვანგით არის იდენტიფიცირებული) და კიდევ ერთი უცხოელი ალპინისტი შედიოდა.

43 წლის პურჯა, რომელიც ექსპედიციის ხელმძღვანელიც იყო ნეპალში დაბადებული ბრიტანეთის არმიის ყოფილი ჯარისკაცია, რომელსაც ფართო საზოგადოება “Nims Dai“-ს სახელით იცნობს. პურჯა იმითაც არის ცნობილი, რომ 2019 წელს რეკორდულ 189 დღეში მსოფლიოს 14 უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო, რაც მოგვიანებით Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში “14 Peaks: Nothing is Impossible“ აისახა.

8 047 მეტრის ბროუდ-პიკი მსოფლიოში სიმაღლით მე -12 მწვერვალია. ის პაკისტანის ყარაქორუმის ქედზე მდებარეობს, თავად ჩრდილოეთ პაკისტანში ექსპედიციების დროს უბედური შემთხვევები ხშირია, რაც ზვავებითა და ამინდის სწრაფი ცვალებადობით არის გამოწვეული.

წყარო