ავტორი:

იტალიამ ესპანეთთან შენგენის თავისუფალი მიმოსვლის შეთანხმება შეაჩერა - როგორია ევროპის ქვეყნების ლიდერების რეაქციაა მიგრანტების კრიზისზე?

იტალიამ ესპანეთთან შენგენის თავისუფალი მიმოსვლის შეთანხმება შეაჩერა - როგორია ევროპის ქვეყნების ლიდერების რეაქციაა მიგრანტების კრიზისზე?

იტალიამ ესპანეთთან შენგენის თავისუფალი მიმოსვლის შეთანხმება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

  • არსებული ინფორმაციით, იტალიამ ესპანეთთან შენგენის თავისუფალი მიმოსვლის შეთანხმება ერთი თვით შეაჩერა.

გადაწყვეტილება ესპანეთის სეუტას ანკლავში მაროკოდან მიგრანტების მასობრივ შეჭრას უკავშირდება.

იტალიას სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია ესპანეთთან, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება პირებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თვითმფრინავით ან გემით მოგზაურობენ და მათ პასპორტის ჩვენება მოუწევთ.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი საფრანგეთთან შეთანხმდნენ საფრანგეთ-იტალიის საზღვარზე კონტროლის გაძლიერებაზე, რათა აღკვეთონ არალეგალური მიგრანტების შეღწევა.

  • იტალიის გადაწყვეტილება ესპანეთის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც მადრიდმა შეაჩერა სეუტაში მიგრანტების შეჭრა და აღნიშნა, რომ 50,000 ადამიანიდან, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს, უმრავლესობა ნებაყოფლობით დაბრუნდა უკან.

სეუტადან გავრცელებული კადრები მიუღებელია. ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში ჩვენი წესების დაუცველად შემოვიდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საზღვრის სახიფათო გადაკვეთის მცდელობები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„ადამიანთა კონტრაბანდით დაკავებული ქსელები უნდა დაიშალოს. დაბრუნება სწრაფი უნდა იყოს, როგორც ამის საშუალებას ჩვენი წესები იძლევა. ორ კომისარს დავავალე სიტუაციის კონტროლის მხარდაჭერა“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.