ავტორი:

"მწვანე კარტოფილი ნიტრატებზე ბევრად საშიშია!“ - როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში მოწამვლისგან, სურსათის უვნებლობის ექსპერტის რეკომენდაციები

"მწვანე კარტოფილი ნიტრატებზე ბევრად საშიშია!“ - როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში მოწამვლისგან, სურსათის უვნებლობის ექსპერტის რეკომენდაციები

სოდიანი წყალი, ტოქსიკური სოლანინი და საზამთროს სეზონი - რეალურად რა გვწამლავს ზაფხულში? - სურსათის უვნებლობის ექსპერტის რეკომენდაციები

ზაფხულის დადგომასთან ერთად, საზამთროსა და ნესვის სეზონზე, განსაკუთრებით იმატებს ნიტრატებით მოწამვლის შიში. მოსახლეობაში ხშირად ვრცელდება აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა დიდი ზომის ხილი და ბოსტნეული, შველის თუ არა პროდუქტების სოდიან წყალში დაყოვნება და რა საფრთხეს შეიცავს ზაფხულში მალფუჭებადი საკვების მიღება.

  • რეალურად რას ნიშნავს ნიტრატებით მოწამვლა, რა არის სოლანინი და როგორ დავიცვათ ჰიგიენის წესები სწორად? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს სურსათის უვნებლობის ექსპერტი ირაკლი არაბული პასუხობს

- ბატონო ირაკლი, ზაფხულში საზამთროსა და ნესვის სეზონის დადგომასთან ერთად იმატებს ნიტრატებით მოწამვლის შიშიც. რეალურად რა საფრთხეს შეიცავს ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა და რა სიმპტომებით ვლინდება ის?

- რეალურად ნიტრატებით მოწამვლის ფაქტები, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, მინიმალური რაოდენობით ფიქსირდება. როდესაც ნიტრატებით ხდება მოწამვლა, ამ შემთხვევაში ნიტრატებით დაბინძურებული ბოსტნეული დიდი რაოდენობით უნდა მიირთვას ადამიანმა, რაც ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. საზამთროს, ზოგადად, ბევრს მიირთმევს ადამიანი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ნაკლებია ნიტრატებით მოწამვლის საფრთხე.... წაიკითხეთ ვრცლად