უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების დეფიციტის გამო, მხოლოდ ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა.
"მთავარი სამიზნე კიევი იყო, თუმცა დარტყმები ასევე განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებზე. მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა, ეს იმიტომ, რომ Patriot-ის სისტემებისთვის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები აღარ არის“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის შესაჩერებლად Patriot-ის რაკეტები ახლავე საჭიროა.
„ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თითოეული პაკეტი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს გადაარჩენს. მათ გარეშე კი ყოველ ღამე მეტი მსხვერპლია“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.